Events Calendar Georgia • 19 Events • Overave

Muzame #13: John Maus • Erekle Deisadze

⑆ October 24 - John Maus / Erekle Deisadze - Live at SPACEHALL, Tbilisi - Tickets / ბილეთები - Presale I: 25 GEL Presale II: 35 GEL Presale III / Doors: 40 GEL ONLINE tickets: spacehall.com | biletebi.ge - John Maus - ამერიკელი მუსიკოსი, მომღერალი, პოეტი და პოლიტიკის ფილოსოფიის დოქტორი, Lo-Fi ჟღერადობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკულტო ფიგურა, ექსპერიმენტული სინთ-პოპისა და ავნგარდის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი წარმომადგენელი თანამედროვე მუსიკასა და ხელოვნებაში. 1980 წელს, მინესოტაში (აშშ) დაბადებული ჯონ მაუსი ადრეული ასაკიდანვე ავლენს ინტერესს მუსიკისა და ფილოსოფიის მიმართ. კალიფორნიის ხელოვნების ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მაუსი, რომელიც ერთდროულად განიცდის 80-იანების, შუა საუკუნეების, რენესანსისა და ბაროკოს გავლენას მუსიკაში, ლოს ანჯელესში ცნობილ მუსიკოსსა და მომღერალს, Ariel Pink-ს უმეგობრდება და აქტიურად ინტერესდება პოპ მუსიკით. Ariel Pink-თან არაერთი წარმატებული კოლაბორაციის პარალელურად ის იღებს დოქტორის ხარისხს პოლიტიკის ფილოსოფიაში და კონცენტრირებული ხდება სოლო კარიერაზე. 2006 წელს პირველი ალბომის Songs-ის გამოშვებისა და სოლო პერფორმანსების შემდეგ მაუსი აქტიურად იჭრება თანამედროვე მუსიკაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ექსტრაორდინალური და უნიკალური ფიგურა. მისი სასცენო შესრულებისთვის დამახასიათებელი ჰიპერ-ენერგიული, სრულიად ისტერიული მანერა, რასაც თავად Hysterical Body-ს უწოდებს, მალევე იქცევს მსმენელისა და მუსიკალური მედიის ყურადღებას. The Guardian მას უწოდებს “შეშლილ პაციენტს, რომელიც ეს-ესაა ექთანს გამოექცა”. 2007 წელს გამოდის მისი მეორე ალბომი Love is Real ბრიტანულ ანდერგრაუნდ ლეიბლზე Upset The Rhythm, ხოლო 2011 წელს მისი მესამე, ჯერჯერობით საბოლოო და ყველაზე ცნობილი ნამუშევარი We Must Become the Pitiless Censors of Ourselves. ალბომის სათაური წარმოადგენს ფრანგი ფილოსოფოსის, ალან ბადიუს ცნობილ ციტატას. ლირიკული თვალსაზრისით ის მაუსის კონცეპტუალურად ყველაზე შეკრულ ფილოსოფიურ ნამუშევრად ითვლება, მუსიკალურად კი ყველაზე მწიფედ. კლასიკური მუსიკის, ბაროკოს, ავანგარდული პოპისა და პოსტ-პანკის ისტერიულ ნაზავს 80-იანების სინთეზატორების რეტრო ჟღერადობა...

მ ა რ თ ლ ა/For Real

25 ოქტომბერი, 20:00 მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "საჩუქარი" მ ა რ თ ლ ა (თუ გინდა იყო ბედნიერი - იყავი) მანანა მენაბდის იგავ-არაკების მიხედვით აბსურდი ერთ მოქმედებად პიესის ავტორები: მანანა მენაბდე კატო ჯავახიშვილი ნინო სადღობელაშვილი დამდგმელი მხატვარი - მამუკა ტყეშელაშვილი კომპოზიტორი და არანჟირების ავტორი - დათო თავაძე და მანანა მენაბდე ქორეოგრაფი - მურო გაგოშიძე ტექნიკური რეჟისორი - თამარ სესიაშვილი მოქმედი გმირები: პირველი - ნიკა ჩხაიძე მეორე - ცოტნე მეტონიძე მესამე - ანა მატუაშვილი მეოთხე - ირინა გიუნაშვილი მეხუთე - თამარ ბზიავა მეექვსე - სალომე მიქაძე მეშვიდე - ილიკო ჭეიშვილი მერვე და მეცხრე - პიესის მსვლელობის დროც არ ჩანან, მხოლოდ იგულისხმებიან. მეათე - კახაბერ შარტავა პიესაში გამოყენებულია ფრაგმენტები პაატა ნაცვლიშვილის ლექსიდან „შესაკრებთა გადანაცვლება“ პიესის კონცეფცია, რომელიც იგავების ენითა და ესთეთიკითაა გადმოცემული, მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორია ადამიანის ბედნი სამყაროში - მისი მუდმივი სწარაფვა როგორც სრულყოფილებისკენ, ასევე ძალაუფლებისაკენ, მისი ბრძოლა ვნებებთან და ცოდვებთან, მუდმივი თყუილი საკუთარ თავთან - ამქვეყნიური დიდება, რომელიც წარმავალ სამყაროში ნგრევით მთავრდება ... იდეის აბსტრაქტული გაგება, რომელიც რეალობის თავისებურ აღქმას გვთავაზობს, იმ რეალობისას, რომელსაც ის არ შეესატყვისება და სწორედ ეს შეუსატყვისობა იწვევს ირონიულ და გროტესკულ ეფექტს, რომელასც პიესის აბსტრაქტულ გაგებამდე მივყავართ. For Real Kato Javakhishvili, Nino Sadghobelashvili, Manana Menabde For Real Director: Manana Menabde Artist: Mamuka Tkeshelashvili Music by Dato Tavadze, Manana Menabde Choreographer: Muro Gagoshidze Video-imaging: Giorgi Khositashvili Technical Director: Tamar Sesiashvili Cast: Tamar bziava, Irina Giunashvili, Ana Matuashvili, Tsotne Metonidze, Salome Mikadze, Kakhaber Shartava, Nika Chkhaidze, Ilia Cheishvili Running time: 100 min /no interval/ Premiered: 28.04.2017 The concept of the play is recited by the language close to parable, in the fairy tale aesthetics, putting in pictures the human fortunes as adestiny of...

Friday 27 October 2017

KHIDI

Vakhushti Bagrationi Bridge

0160 Tbilisi

KHIDI 中 OTHERCULT: JAMES RUSKIN ❚ STEPHANIE SYKES

FRIDAY // OCTOBER 27 James Ruskin - ბრიტანელი დიჯეი და პროდიუსერი. მისი მუსიკალური წარსული ძირითადად მოიცავს ჰიპ-ჰოპ და ელექტრო ჟანრებს, რომლებსაც მოგვიანებით დაემატა დეტროიტული ტექნოს გავლენა. 1991 წელს სწორედ დეტროიტულმა სცენამ უბიძგა მას მისი დღევანდელი ფროფესიისკენ. 1997 წელს გამოიცა James-ის პირველი EP ლეიბლ Surface Records-ზე, რომელშიც შესულია მისი და Richard Polson-ის ერთობლივი ნამუშევრები. 1996 წელს სწორედ მათ დაარსეს ლეიბლი BlueprintRecords, რომელიც დღეისათვის უკვე 77 "რელიზს" მოიცავს, გამოიცა ისეთი არტისტების EP-ები, როგორებიცაა: oliver ho, O/V/R, Sigha, Samuel Kerridge, Makaton და სხვა. James-ის დისკოგრაფია შედგება 31 EP-ს, 4 ალბომისა და მრავალ რემიქსისაგან. მისი მუსიკა გამოიცემა ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა: Tresor.Berlin (OFFICIAL), Surface Records, Blueprint Records, Ostgut Ton და ა.შ. Ruskin-ის ერთობილივი პროექტებია: Outline და Void (Richard Polson-თან ერთად), The Fear Ratio და Deadhand (Mark Broom-თან ერთად), O/V/R (Karl O'Connor, იგივე Regis-თან ერთად). ► residentadvisor.net Stephanie Sykes - KHIDI-ს და Jaded-ის რეზიდენტი ბრიტანელი დიჯეი და პროდიუსერი. იგი ამჟამად მანჩესტერში ცხოვრობს. სწორედ მანჩესტერი დაეხმარა მას, რომ ეპოვნა სტაბილურობა და გაეცნო მრავალი მუსიკალური ღირსება. Stephanie-ს მანჩესტერში ყოფნა დაეტყო ამავე ქალაქის კლუბური სცენის მრავალ ღამეს. მას შემდეგ რაც იგი დაუკავშირდა ტექნო პიონერ Dasha Rush-ს იგი გახდა Dasha-ს ლეიბლ Fullpanda Records-ის წევრი, რომელზეც 2014 წლის 12 დეკემბერს გამოიცა EP “Luna Tactus”, სადაც შესულია მისი ორი ტრეკი “Perplex” და “Hypo” Fjäder-ის “Ison” და „Satori”-სთან ერთად. სწორედ ამ EP-ით შედგა მისი დებიუტი. მას შემდეგ გამოიცა მისი ორი EP თურქულ ლეიბლ VENT-ზე და “Walking Alone” EP ლეიბლ Prodigal Son-ზე, რომელში შესული ორი ტრეკი გაარემიქსეს ისეთმა არტისტებმა, როგორებიცაა: Ansome და Edit Select. ► facebook.comsoundcloud.comresidentadvisor.net Boyd Schidt - KHIDI-ს რეზიდენტ დუო Greenbeam & Leon-ის წევრის, ლეონ ლოლიშვილის ტექნო...

BASSIANI / HOROOM: ■ TRIPEO ■ ARCHITECTURAL

bassiani // wolfskuil records night: tripeo | architectural horoom: virginia | udmo | hvl 27 ოქტომბერს, bassiani-ს საცეკვაო მოედანი ჰოლანდიური ლეიბლის wolfskuil records-ის ღამეს უმასპინძლებს, რომელზეც ინოვაციური ჟღერადობის ესპანელი ტექნო არტისტი architectural დაუკრავს. მისი ჩანაწერების ინსპირაციას ხშირად კინო, ლიტერატურა და სხვადასხვა მუსიკალური ჟანრები წარმოადგენს. გამოიცემა ლეიბლებზე: pole recordings, semantica records, non series, architectural. მასთან ერთად წარსდგება wolfskuil records-ის დამაარსებელი, პროდიუსერი, ვეტერანი dj და პრომოუტერი tripeo, იგივე darko esser, რომლის დისკოგრაფია 30 რელიზს აღემატება. horoom-ის ოთახში დაუკრავენ: ბერლინის საკლუბო სცენის ყველაზე მრავალმხრივი წარმომადგენელი, panorama bar-ის რეზიდენტი და ostgut-ის ოჯახის წევრი virginia, ავსტრალიური analogue attic records-ის წევრი, deep house ჟღერადობაზე ორიენტირებული udmo და ადგილობრივი სცენის ყველაზე წარმატებული პროექტი hvl. online tickets: bassiani.com i basket: 10 gel ii basket: 20 gel iii basket: 30 gel door: 30 gel

რემუსი” პოლონური სპექტაკლი

გეპატიჟებით პოლონური თეატრის ,,მინიატურის”, მრავალი ჯილდოს მფლობელ სპექტაკლზე. ესაა ორიგინალური ნაწარმოები,რომელიც მოგვითხრობს თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და გადარჩენისთვის ბრძოლაზე იმ სამყაროში, სადაც უნიფიკაცია ბატონობს. რემუსი, მოხეტიალე გმირი, ცდილობს გააერთიანოს კაშუბი - პოლონეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ბალტიის ზღვის პირას მდებარე სულ უფრო მეტ დავიწყებას მიცემული საზოგადოება. სპექტაკლი დაიდგა კაშუბური ლიტერატულის ყველაზე გამორჩეული ნაწარმოების, ალექსანდრა მაიკოვსკის ,, რემუსის ცხოვრება და თავგადასავლების" მიხედვით. ნაწარმოებში რეალური სამყარო კაშუბურ ლეგენდებსა და ზღაპრებში ირევა. რემუსი- ეს მხოლოდ კაშუბების ისტორია არ არის - იგი თითოეულ ჩვენგანს ეხება. პიროვნებას, რომელიც სხვადასხვა გზით ცდილობს თავი დაიმკვიდროს და შეინარჩუნოს საკუთარი განსაკუთრებულობა, უნიკალური და განუმეორებელი აზროვნების სახეობა, მგრძნობელობა, ზნეობა, საკუთარი ფანტაზია, მითები, სიზმრები თუ ოცნებები. წარმოდგენას რეჟისორობას უწევს რემიგიუშ ბჟიკი, ერთერთი ყველაზე ორიგინალური რეჟისორი თანამედროვე პოლონელ რეჟისორებს შორის. იგი არაერთგზის მფლობელია უმნიშვნელოვანესი პოლონური სარეჟისორო ჯილდოებისა, როგორებიცაა : ,,კონრადის დაფნის გვირგვინი” და ,,ოქროს ნიღაბი”. სპექტაკლმა აიღო სპეციალური ჯილდო პოლონური ეროვნული თეატრის დაარსებიდან 250 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სახელწოდებით, ,,ცოცხალი კლასიკა”: პოლონური ადრეული შემოქმედების ინსცენირების კონკურსი, რომელიც ორგანიზებული იყო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ასევე ზბიგნიევა რაშევსკის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის მიერ. 2017 წლის 27 ოქტომბერი. 20:00 საათი. სახელმწიფო დრამატული თეატრი , ბათუმი. (საქართველო) ახმედ მელიქიშვილის ქ. 32, ბათუმი, აჭარა. დამატებითი ინფორმაცია და ბილეთების დაჯავშნა (995) 422 27 06 13 სპექტაკლის თრეილერი youtube.com თეატრ ,,მინიატურის” პრეზენტაცია youtube.com თეატრი ,,მინიატურა" - ესაა ერთერთი ყველაზე ძველი თეატრი მთელს პოლონეთში და ერთადერთი თეატრი სამქალაქში(Trójmieście- გდანსკი, გდინია და სოპოტა) რომელიც ყველა ასაკის მაყურებელზეა გათვლილი. რეპერტუარის...

Saturday 28 October 2017

SPACEHALL

#2 A. Tsereteli ave

Tbilisi

TREEBAL: ATMOS LIVE • ACIDWAVE • ANCIENT OM at

28 OCTOBER TREEBAL PRESENTS PSYCHEDELIC EXPERIENCE at SPACEHALL: ATMOS (LIVE) • ACIDWAVE • ANCIENT OM ONLINE TICKETS: tkt.ge Presale I: 20 GEL Presale II : 30 GEL Door: 35 GEL TREEBAL - პროექტი მიზნად ისახავს ფსიქოდელიური მუსიკის, ხელოვნებისა და კულტურის განვითარებას საქართველოში. Atmos - Tomasz Balicki არის ცნობილი ფსიქოდელიური ტრანს არტისტი შვედეთიდან. ელექტრონიკის, ემბიენტ როკისა და ისეთი არტისტების გავლენამ, როგორებიც არიან JM Jarre და Pink Floyd მუსიკოსს ჩამოუყალიბა ყველასაგან გამორჩეული სტილი. ამ სტილმა მალევე გახადა ის ერთერთი ყველაზე წარმატებულ არტისტი, ჰიპნოტური და ატმოსფერული ფსაიტრანსის ჟანრში. ამ სახელის ქვეშ, Atmos-მა გამოუშვა 6 სტუდიური ალბომი, უამრავი სინგლი და ბევრჯერ გამოჩნდა სხვადასხვა მუსიკალურ კრებულებში. არტისტი უკვე 21 წელზე მეტია მსოფლიოს მასშტაბით უამრავ მუსიკალურ ღონისძიებას წარმატებით სტუმრობს. 2013 წელს Atmos-მა საკუთარი ლეიბლი Atmotech Recordings დაარსა. იგი ასევე ცნობილი ლეიბლის Iboga Records-ის წევრია. Atmos გახლავთ ყველა მთავარი ფსიქოდელიური ტრანს ფესტივალის ჰედლაინერი. მისი სეტები გამოირჩევა მრავალფეროვანი სელექციითა და ატმოსფერული პროგრესივ ჟღერადობით. ► facebook.comsoundcloud.comiboga.dkfacebook.com Acidwave - ორი ქართველი არტისტის, მარკუს დავარაშვილის (MARCUSS) და დავით ჯანაშვილის (ADDITIVV) ფსაიტრანს პროექტია, რომელიც 2016 წელს შეიქმნა. Acidwave-ის სეტები ძირითადად პროგრესივ ფსაიტრანს ჟღერადობით ხასიათდება. ► facebook.comsoundcloud.comsoundcloud.comsoundcloud.com Ancient OM - ქართველი არტისტის, ლუკა იოსელიანის (Kat7na AKA Ancient OM) პროექტია. Ancient OM-ის ჟღერადობა Chillgressive, Chillout, Psydub და Psyprog სტილებს შორის მერყეობს. ► facebook.comsoundcloud.com დეკორაცია: 2deko (კრაკოვი, პოლონეთი) მხარდამჭერები: ვიზიზი Vizizi TKT.GE - ბილეთები ონლაინ ___ Atmos - Tomasz Balicki is well-known...

ვაშლოვანი (Green Zebra)

ორგანიზატორი: მწვანე ზებრა რეგიონი: კახეთი; დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი; შეხვედრის დრო და ადგილი: 28 ოქტომბერი, 2017. 06:30 სთ. m ისანი (ევექსის წინ ) ფასი: 75 ლარი ფასი ერთი ოჯახიდან წყვილად წამოსულთათვის (და - ძმა , დედა-შვილი, ცოლ-ქმარი და ა.შ.) : 65 ლარი ტურისტულ თავშესაფარში ღამისთევა: მიჯნის ყურეში არის 6 ცალი 3 ადგილიანი ტურისტული თავშესაფარი. თითოეულის ფასი 50 ლარია მიუხედავად იმისა, ერთი ადამიანი იძინებს შიგნით თუ სამი. ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი ge55bg000914733100 მიმღები: ლევანი გეჯაძე დანიშნულება: ვაშლოვანი (თქვენი სახელი და გვარი) ჩარიცხვის ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი ფასში შედის: მგზავრობა გიდის მომსახურება ღამის გასათევი აღჭურვილობა მათთვის, ვისაც არ აქვს (კარავი, საძილე, საგებელი) ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე საკარვე ადგილის საფასური ხანგრძლივობა: 2 დღე სირთულე: მარტივი (იგულისხმება სალაშქრო მარშრუტის სირთულე. თვითონ ლაშქრობა კი განსხვავებული გამოცდილებისა და ფიზიკური შესაძლებლობის მოლაშქრეებისათვის განსხვავებული სირთულის იქნება. ასევე გავლენა შეიძლება იქონიოს ამინდმა და სხვა გარემოებებმა); კატეგორია: ლაშქრობა, დასვენებტური; ღირსშესანიშნავი ადგილები: ელიას მთის მონასტერი; შირაქის ველი; პანტიშარა; მიჯნის ყურე; ალაზნის ჭალები; ხორნაბუჯის ციხე; ფეხით გასავლელი მანძილი: 10 კმ. ამინდი: გასვლის წინა რამდენიმე ან გასვლის დღეებში წვიმის შემთხვევაში ტური არ შედგება. აუცილებელი: ღამის გასათევი აღჭურვილობა (კარავი, საგებელი, თბილი საძილე); სალაშქრო ფეხსაცმელი; გამოსაცვლელი ფეხსაცმელი; თბილი მოსაცმელი; გამოსაცვლელი წინდები(რამდენიმე წყვილი); 2 დღის სამყოფი საკვები და წყლის ჭურჭელი(1ლ მინიმუმ); პირადი არაერთჯერადი მოხმარების ჭურჭელი. სასურველი: საკუთარი აღჭურვილობა; ფანარი; ინდივიდუალური აფთიაქი; სალაშქრო ჯოხები. რისკები/საფრთხეები: ცუდი ამინდი. წვიმამ შეიძლება ზოგიერთ ობიექტთან მისასვლელი გზები აატალახოს და ვერ ვნახოთ. იმისათვის, რომ თქვენი თავგადასავალი იყოს მოწესრიგებული და ორგანიზებული, შევიმუშავეთ ლაშქრობის რეგულაციათა ჩამონათვალი, რომლის შესრულებაც ყველა მონაწილის ვალია: 1. გასვლის ორგანიზატორი არის უზენაესი პირი; 2. ლაშქრობის მიმდინარეობისას...

კუმკუატის მარცვალი/The Kumquat Seed

29 ოქტომბერი, 20:00 მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "საჩუქარი" „ბუტო“ -ს ლეგენდარულ დასი „სანკაი ჯუკუ“ უშიო იამაგაცუს ხელმძღვანელობით კუმკუატის მარცვალი პროქტი ხორციელდენა იაპონიის კულტურის სამინისტროსთან ACA (Agency for Cultural Affairs, Government of Japan) თანამშრომლობით სინოფსისი: მეორე მსოფლიო ომის შედეგ გაჩენილი წარმოდგენა „კუმკუატის მარვცვალი“ რა თქმა უნდა ომის, დაპირისპირების, კონფლიქტის წინააღდეგ პროტესტია, მაგრამ ამვა დროს ნაციონალიზმის, დიქტატისა და სეპარატიზმს. წითელი წრე, რომელიც მუდმივად ჩნდება სცენის სიღმეში თან იაპონიის დროშის სიმბოლოდ იკითხება, მაგრამ ამავე დროს ახალგაზრდა რეზერვისტის განწყობის მომწიფებას ასოცირებს, რომელიც განგაშის ძახილზე მზადაა დადგეს სამშობლოს დასაცავად. ნაწარმოების მეორე ეპიზოდი ნახევრად შიშველი, თითქოს გაცოცხლებული უხელო ბერძნული ქანდაკებები ჰიპნოტური სიმულაციით სინათლის დიაგონალზე, მათზე მომართულის შუქის (ანუ რეალობის) საპირისპიროდ ცეკვავენ. ელექტრონული მუსიკალური თემებით და განსაკუთრებული ხმოვანი ეფექტებით ხანდახან გააზრებულად შენელებული, განმეორებით ქმედებები სიჩუმიდან ხმაურში, დამალულიდან სინამდვილეში, სიბნელიდან ნათელში ცხადდებიან. მესამე ფინალურ ნოველას „ფარშევანგი“ ჰქვია. ზახულის ღამის წარმოდგენილ სიჩუმეს დიდი ფრინველის ხმა არღვევს და ის ერთადერთია, ვინც ტრანსში შესული მოცეკვავეების უმოძრაო, უხმო სცენას აცოცხლებს. ადამიანის ნებისყოფის, შთაგონების, მედიტაციის, ინტელექტუალური გასხოვოსნების პროცესს მოსალოდენელია ვერ გაუძლოს ბევრმა, თუმცა ფესტივალი ასეთ ემოციურ გამოცდას მაინც მოუწყობს თავის თავს და თავისი ქალაქის ერთგულ მაყურებელს. 29 oqtombe,20:00 Georgian International Festival of Arts GIFT in Tbilisi in honor of Michael Tumanishvili in association with The Agency for Cultural Affairs (文化庁)of Japan, Devision of the Japanese Ministry of Education, Culture, Sports, Science and Technology (MEXT) presents the world renowned Butoh troupe Sankai Juku (山海塾) with a production The Kumquat Seed KINKAN SHONEN (The Kumquat Seed)金柑少年 (premiere 1978 / re-creation 2005) Sankai Juku Directed Choreographed...

სიკვდილის დღის საჩუქარი/Death Day Gift

სიკვდილის დღის საჩუქარი 31 ოქტომბერი, 20:00 სთ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი " საჩუქარი" ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრი ალექს ჩიღვინაძე სიკვდილის დღის საჩუქარი რეჟისორი ზურაბ ხვედელიძე მხატვარი პაატა მძინარიშვილი მუსიკალური გაფორმება გუგა ხვედელიძე დედა - მზევინარ შეყილაძე მამა - გია ქობულაძე ძმა - ზურა ხაფთანი და - ქეთი უგრეხელიძე ზედამხედველი - ბექა შეყილაძე (სპექტაკლში გამოენებულია: ანტონიო ვივალდის, გია ყანჩელის, ასტორ პიაცოლას მუსიკა) სპექტაკლის ხანგრძლივობა 55 წუთი სინოფსისი: მოქმედება ციხეში მიმდინარეობს. მთელი ოჯახი ციხეში ზის: დედა, მამა, ვაჟი და ქალიშვილი. ყველა მძიმე დანაშაუზე ერთ კამერაში. არასრულწლოვან ქალიშვილს სიკვდილი აქვს მისჯილი და სრულწლოვანი რომ გახდება განაჩენს აღასრულებენ. მისი დანაშაულია ის რომ ნარკოტიკებს ასაღებდა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. არ ჩანს ეს მართლა ჩაიდინა თუ დააბრალეს.. ამ ფსიქოლოგიურ ფონზე მისმა მსახიობმა მამამ რეჟისორი მოკლა, ამას მოყვა ყრუ-მუნჯი დედის დანაშაული რომელიც ბანკში შედის წარწერით “ეს ძარცვაა” რაც დანაშაულის მთკიცებულებად ჩაუთვალეს…. კონკრეტული ფრაგმენტების მიხედვით, ეს თითქოს ჩვეულებრივი ციხეა, სადაც საკმაოდ მძიმედ და ცინიკურად ეპყრობიან ამ ადამიანებს. პიესაში არ არის ციხის ადმინისტრაცია, მთავრობა, თუმცა ყველაფერი ერთ კრებით სახელში - ციხის ზედამხედველშია გაერთიანებული 31 oqtobe, 20:00 Theater of Bolnisi Municipality Alex Chigvinadze Death Day Gift Directed by Zurab Khvedelidze Artist Paata Mdzinarishvili Music decoration Guga Khvedelidze Mother - Mzevinar Shekiladze Father - Gia Kobuladze Brother - Zura Khaphtani And - Keti Ugrekhelidze Overseer - Beka Shekiladze (In the play: Antonio Vivaldi, Gia Kancheli, Music by Astor Piazola) About the Perfomance: Action takes place in prison. The whole family: father, mother, son and daughter are arrested for grave crime. Under aged daughter is sentenced to death, as soon as she reaches the legal age and becomes an adult, she is about to be executed. She was found guilty for drug trafficking, which caused death of two people...

Wednesday 01 November 2017

SPACEHALL

#2 A. Tsereteli ave

Tbilisi

Muzame Talks: Genesis P-Orridge

muzame talks: genesis p-orridge საკულტო ბრიტანელი მუსიკოსი, პოეტი, პრაქტიკული მაგიის მიმდევარი, ინდუსტრიული მუსიკისა და ეისიდ ჰაუსის ფუძემდებელი, თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა, ტრანსგენდერი ქვიარ აქტივისტი ჯენეზის ფი-ორიჯი 1 ნოემბერს საჯარო ლექციას წაიკითხავს spacehall-ში. ლექციის შემდეგ გაიმართება ღია შეხვედრა-დისკუსია ფი-ორიჯთან, რომელსაც გაუძღვებიან მუსიკალური ჟურნალისტი ელენე ფასური და მუსიკოსი, არტისტი ზურა ჯიშკარიანი. დასწრება თავისუფალია. live: muzame #14: psychic tv ⊙ spacehall

Thursday 02 November 2017

SPACEHALL

#2 A. Tsereteli ave

Tbilisi

Muzame #14: Psychic TV ⊙ Spacehall

⑆ November 2 - Psychic TV - Live at SPACEHALL, Tbilisi, Georgia - Tickets / ბილეთები - Presale I: 25 GEL Presale II: 35 GEL Presale III / Doors: 40 GEL ONLINE tickets: spacehall.com | biletebi.ge OFFLINE tickets: Biblus Gallery, Chavchavadze Ave. #7, Tbilisi - Psychic TV / PTV3 რევოლუციული ბრიტანელი არტისტის, პერფორმერისა და მუსიკოსის, Genesis BREYER P-ORRIDGE-ის აუდიო-ვიზუალ არტ ჯგუფია. 1982 წელს შექმნილი ჯგუფის შემოქმედება წარმოადგენს სახელოვნებო სივრცისთვის შოკისმომგვრელი ცვლილებების, ექსპერიმენტების, მაგიური პერფორმანსებისა და ჟანრიდან-ჟანრში მუდმივი ძიებების ერთობლიობას. ეისიდ ჰაუსის, პოპის, ტექნოს, ფსიქოდელიისა და ნოიზის შერწყმამ Psychic TV ინდუსტრიალი მუსიკის უმთავრეს ჯგუფად აქცია. Psychic TV-მდე ჯენეზის ფი-ორიჯი იყო ავტორი დადაისტური მოძრაობით შთაგონებული არტისტული კოლექტივისა COUM Transmissions, ინდუსტრიული მუსიკის ფუძემდებელი ჯგუფის Throbbing Gristle და იდეოლოგიური კოლექტივისა Thee Temple ov Psychick Youth. ჯენეზისის და მისი ჯგუფების შემოქმედება განსაკუთრებული სიმწვავით, პორნოგრაფიაზე, სექსა და კრიმინალის თემებზე აპელირებით მუდმივ ეპატაჟსა და პროვოკაციებს უწყობდა საზოგადოებას, ეჭქვეშ აყენებდა ტრადიციულ სოციალურ ნორმებს, იბრძოდა ძალაუფლებისა და ისტებლიშმენტის წინააღმდეგ. ხმაურიან პერფორმანსებს ხშირად კონსერვატორი პოლიტიკოსები ეხმაურებოდნენ და მათ ავტორებს "ცივილიზაციის მტრებად" მოიხსენიებდნენ. ამის გამო ფი-ორიჯი საკუთარი სამშობლოდან, დიდი ბრიტანეთიდანაც კი იყო გაძევებული. თუმცა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, პროექტი უამრავ მიმდევარს იჩენდა სახელოვნებო წრეებში, არტისტებსა და ანარქისტებში, მემარცხენე ქვიარ მოძრაობებში. ჯენეზის ფიორიჯის ყველაზე ცნობილ არტ პროექტად Pandrogeny Project ითვლება. პროექტი გულისხმობდა ექსპერიმენტს საკუთარ სხეულზე. ჯენეზისის და მისი მეუღლის, ლედი ჯეის თქმით, მათი სიყვარული იმდენად დიდი და ძლიერი იყო, რომ მათი სული ერთ მთლიანობას ქმნიდა. მაშასადამე, მათი სხეულიც ერთი უნდა ყოფილიყო. რამდენიმეწლიანი ქირურგიული ჩარევების, სხეულის/სქესის მოდიფიკაციისა და პლასტიკური ოპერაციების შემდეგ, ჯენეზისი და მისი მეუღლე გენდერულად ნეიტრალურ...

თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი

ანტონ რაიხა/Anton Reicha - ოქტეტი/Octet in E flat major op. 96 ლუის შპორი/Louis Spohr - ნონეტი/Nonet in F Major op. 31 ალტო ბერტენი/Aldo Baerten- ფლეიტა/flute, გიორგი გვანცელაძე/Giorgi Gvantseladze - ჰობოი/oboe, ლევან ცხადაძე/Levan Tskhadadze - კალრნეტი/clarinet, თეიმურაზ ბუხნიკაშვილი/Teimuraz Bukhnikashvili - ფაგოტი/bassoon, ერვე ჟულანი/Herve Joulian - ვალტორნა/horn, გია იაშვილი/Gia Jashvili და ვერენა მარია ფიცი/Verena-Maria Fitz - ვიოლინო/violin, მარკ საბა/Marc Sabbah - ალტი/viola, ქეთევან როინიშვილი/Ketevan Roinishvili ჩელო/cello, ჯავად ჯავადზადე/Javad Javadzade - კონტრაბასი/double bass

ანა კარენინა/Anna Karenina

ანა ტრაგედია 3,4 ნოემბერი, 20:00 თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "საჩუქარი" საფესტივალო თეატრი „ ბალტიის სახლი“ ( «Балтийский дом») ანა კარენინა/Anna Karenina დამდგმელი რეჟისორი: ალექსანდრე გალიბინი ქორეგრაფია და პლასტიკა: ედვალდ სიმონოვი სცენოგრაფია: ნიკოლაი სმირნოვი კოსტუმების მხატვარი: სვეტლანა მატვეევა გუნდური სცენების რეჟისორი: ნატალია ანასტასიევა განათება: დენის სოლნცოვი მოქმედი გმირნი და შემსრულებელნი: ანა- ირინა სავიცკოვა ვრონსკი- ალექსანდრე მურავიცკი კარენინი-ვალერი სალავიოვი საქვაბის მუშა -ანატოლი დუბანოვი სერპუხოვსკი-ოლეგ კორობკინი დოლი- ალა ემიცევა სტივა- რომან დრიაბლოვი კიტი-ალექსანდრა მამკაევა ლიდია ივანოვნა, ბიჭი სეროიოჟა- ნატალია პარაშკინა ბრონსკის დედა -ინა ვოლგინა ბეტსი- ვიქტორია ზილინა გუნდი: ოლეგ კორობკინი,დენის გილმანოვი,ვლადიმერ ბოიკოვი,იგორ გოპიკოვი,ალექსანდრე პერედკოვი,კირილ გუსევი,რომან დრიაბლოვი,ვალენტინა კოროვნიკოვა,ანა შეტინინა,ნატალია პარაშკინა,ინა ვოლგინა,ვიქტორია ჟალინა,მარია ლისოკი,ალექსანდრა კუზნეცოვა,ალა ემნიცევა,ალექსანდრა მამკაევა,ვარვარა მარკევიჩ. სინოფსისი: თეატრი “ბალტიის სახლი“ წარმოგიდგენთ ლევ ტოლსტოის „ ანა კარენინა“ -ს მარადიული ვნებები და ახალი მნიშვნელობა, მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი სახელმძღვანელო წიგნი, რეჟისორმა ალექსანდრე გალიბინმა თანამედროვე ინტერპრეტაციით წარუდგინა მაყურებელს. მიუხედავად იმისა,რომ სპექტაკლის რეჟისორი დარწმუნებულია, ასეთი ანა აუდიტორიას ჯერ არ უნახავს, ნაწარმოების სიუჟეტური ხაზი ზუსტად არის შენარჩუნებული. " მე მჯერა, რომ მსგავსი ჟანრი ჩვენ თეატრში არ გვაქვს. ეს არის ძალიან რთული ჟანრი, ცოტაა მსახიობი ვისაც შეუძლია ასე ზუსტად გადმოიტანოს სცენაზე ადამიანის შინაგანი სამყარო. ჩვენ შვეცადეთ უფრო მეტად გაგვეშალა და მაყურებლამდე მიგვეტანა, სწორედ ის ვერსია ლევ ტოლსტოის ნაწარმოებისა რომელიც მან სტრიქონებს შორის ქვეტექსტებად მოიაზრა. რომანის სიმბოლიზმიდან დაწყებული, ეგზისტენციალური საგნებით დამთავრებული. ჩემის აზრით ყველაფერი, რაც სცენაზე ხდება არის მთავარი გმირის ცნობიერების ნაკადი. დარწმუნებული ვარ იქნება ბევრი მხიარულება, ბევრი იუმორი,ბევრი ტრაგიკული მომენტი... ჩვენ უნდა შევძლოთ...

Saturday 04 November 2017

SPACEHALL

#2 A. Tsereteli ave

Tbilisi

DECODER: MOVE D B2B GERD JANSON / ZURKIN B2B VAKHO

თბილისში დაფუძნებული ელექტრონული მუსიკისა და ციფრული ხელოვნების ფესტივალი DECODER გერმანელ მუსიკოსებს: Move D და Gerd Janson-ს უმასპინძლებს. მათთან ერთად დაუკრავენ Vodkast Records-ის სულისჩამდგმელები Zurkin და VAKHO. მდიდარი დისკოგრაფიის მქონე ვეტერანი სელექტორისა და მუსიკალური იმპროვიზატორის David Moufang-ის შემოქმედება 90’-იანი წლებიდან იწყება და მრავალ მუსიკალურ მიმართულებას აერთიანებს. მისი ტრეკები გამოიცემა ლეგენდარულ ლეიბლებზე, როგორიცაა: Warp Records, Workshop. მისი ტექნოს კლასიკად აღიარებული სადებიუტო ალბომი Kunststoff, დღემდე დიდ გავლენას ახდენს თანამედროვე არტისტებზე. Move D-ს კარიერა რამდენიმე ათეულ კოლაბორაციულ პროექტს ითვლის, მათ შორის ყველაზე გამორჩეულია Magic Mountain High, Move D / Namlook, Deep Space Network. ფრანკფურტის საკულტო კლუბის Robert Johnson-ის რეზიდენტი და Red Bull Music Academy-ს წარმომადგენელი Gerd Janson წლების განმავლობაში იყო ლეგენდარული Liquid Club ღამეების მასპინძელი. Age Control: 18+ Online Tickets: spacehall.com I Basket: 20 GEL II Basket: 30 GEL III Basket / Door: 40 GEL

B POLAR

7,8 ნოემბერი, 20:00 მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "საჩუქარი" თეატრალური დასი „Ayit“( ისრაელი) ბერ შევას თეატრი წარმოგიდგენთ ნ. გოგოლის „შეშლილის წერილების“ მიხედვით B POLAR რეჟისორი და ადაფტაციის ავტორი: იოავ მიქაელი სცენოგრაფია: ავი სეჩვი ვიდეო არტი: ელი ლევაი განათება: ური მორაგ კოსტიუმების ავტორი: აჰუვა ერეზი მუსიკალური რედაქტორი და კომპოზიტორი: ამირ გრომან ქორეოგრაფი: ემანუელა ამიჩაი ხანგძლივობა: 75 წუთი სინოფსისი: „B POLAR საფუძვლად გოგოლის სიუჟეტი უდევს, რომელიც პაციენტის თვალით დანახული ბიპოლარული აშლილობის ერთ-ერთი პირველი ლიტერატურული ნიმუშია. მისი წერის მანერა კი სპექტაკლის შთაგონებად იქცა, თავისი იუმორით, აბსურდული და კაფკასეული კოშმარებით, ტკივილითა და ტანჯვით, რაც ნაწარმოებს მართლაც შედევრად აქცევს. პიესა ძიებაა, გულწრფელი კვლევა და მცდელობა ახალი არავერბალური ენის აღმოჩენისთვის. მასში გაერთიანებულია ვიდეო ხელოვნება, მოძრაობა და მუსიკა, რაც ერთის მხრივ თეატრისა და კინემატოგრაფულ მედიას შორის საზღვრებს შლის და მრავალი დისციპლინის შერწყმით, ამბის თხრობის ახალ ფორმას თხზავს.“ იოავ მიქაელი ყველას ნახვა 7,8 November, 20:00 "Ayit" Ensemble, Israel Beer Sheva Fringe Theatre After Gogol’s Diary of A Madman B POLAR Director/Playwright: Yoav Michaeli Scenery: Avi Sechvi Lighting: Uri Morag Video Art: Eli Levy Costume: Ahuva Erez Soundtrack Design and Original Music: Amir Groman Choreographic Consultation: Emanuella Amichai Running Time: 75 minutes „Gogol’s story, which is one of the first literary testimonies to bipolar disorder through the eyes of the patient, and I find compelling. Gogol’s writing, which served as an inspiration for the play, for all its humor, absurd and Kafkaesque, and for the pain and suffering it emanates, is truly a masterpiece. the play is a true search, a true attempt to discover a new non-verbal language, combining video art, movement, and music, forming a work that straddles the boundaries between theater and cinematic media, a performance drawing upon many disciplines to create a new form of...

Lähtö / განშორება

Lähtö / განშორება 10,11 ნოემბერი, 20:00 თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "საჩუქარი" WHS თანამედროვე ცირკი, ჰელსინკი(ფინეთი) Lähtö „განშორება“ რეჟისორი: კალე ნიო ქორეოგრაფი: ვერა სალენე ტაგელმან და კალე ნიო კოსტიუმის დიზაინი: მილა მოისო და კაისა რასანენ მუსიკალური რედაქტორი და კომპოზიტორი: სამული კოსმინენ განათება: ჯერე მონკონერ ვიდეო: მატიას ბოეტგე და კალე ნიო მონაწილოებენ: კალე ნიო და ვერა სალენე ტეგელმან წარმოდგენა განხოციელდა ფინეთის კულტურის სამინისტროს (Suomen Kulttuurirahasto) ; საფრანგეთის საცირკო ხელოვნების ასოციაციის (Les Migrateurs / associés pour les Arts du Cirque) ; ფონდების Koneen Säätiö, Taiteen keskustoimikunta and Alfred Kordelinin Rahasto დახმარებით WHS/ცნობილი ვიზუალური თეატრი ფინეთიდან ჩვენს ქალაქში, ფესტივალზე „საჩუქარი“ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჯადოსნურ სანახაობას წარმოადგენს. წარმოდგენამ იმოგზაურა ფინეთის ნაციონალური თეატრიდან 30 სცენაზე მსოფლიოს გარშემო: ტურინში, ანტვერპენში, პანამაში, სან ხოსეში, ბოგოტაში, ლისაბონში, სარაევოში, ესtონეთში და ბევრ სხვა ქალაქში. XIX საუკუნისმაგიურიწარმოდგენებითშთაგონებულმახელოვანებმაცირკის, ცეკვის, მუსიკისადამოდისდიზანიაინისგამოყენებით, უნიკალურისასცენოილუზიაშექმნეს. Lähtö (განშორება)„WHS“-ისერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია, რომელიც ერთი შეყვარებული წყვილის გაყრის ამბავს მოგვითხრობს და ახლა სიზმრისეულ ილუზიებში იძირებიან. ახალგაზრდა ფინელების ჯგუფმა თანამედროვე საცირკო ხელოვნება, ჟანგლიორობისა და თოჯინების თეატრის შერწყმით, თუ გამოსახვის ფორმათა წარმოუდგენელი მაშტაბით და უზადო ფანტაზიით, ნამდვილ მაგიად აქციეს. თავიანთი წარმოდგენებით, გასული დეკადების მანძილზე ფინური ცირკის მნიშვნელოვან განთვითარებას საკუთარი ავანგარდით გაუსწრეს და არა თუ ამ ჟანრის, არამედ ზოგადად, თანამედროვე ფინური თეატრის მაშტაბით, მეტად საინტერესო კვალი დატოვეს. თანამედროვე ცირკის „WHS“ ხელმძღვანელი კალე ნიო, ვიზუალი ხელოვნების ოსტატი და ჯადოქარია ჰელსინკიდან. მის ნამუშევრებში იგი არა ერთ კველვასა და ცდას ატარებს ამოიცნოს ვიდეო გამოსახულების უამრავი შესაძლებლობები, რომელიც გარკვეულ დროსა და სივრცეში სხვადასხვა...

ღამის ზმანებანი

ღამის ზმანებანი 10 ნოემბერი,14:00 თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი " საჩუქარი" აბრეშუმის ფაბრიკის სტუდია ღამის ზმანებანი ავტორი და რეჟისორი ტომ გრეჰემ ადრიანი პრემიერა შედგა 2017 წლის მაისში საფესტივალო შეხვედრები/ღია სახელოსნო პროექტი განხორციელდება საქართველოს ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი“ ფორმატში, ლონდონელ მხატვართან და ანიმარტორთან ტომ გრეჰემ ადრიანთან ერთად, დაგეგმილია შეიქმნას პირველი საერთაშორისო მულტი-პროექტი საქართველოს შესახებ „diშჩoveღ geoღgia „ (აღმოაჩინე საქართველო). ამ მიზნით თბილისში და საქართველოს კუთხეებში იგეგმება მოგზაურობა, გადასაღები ლოკაციების ამოსაცნობად. ტომი და მისი ქართველი თანა-პარტნიორი გიორგი აფხაზავა, რომლის შემოქმედებითი ლაბორატორიის ‘aღთ lab’ მიერ დამზადებული თოჯინებით და ბრიტანეთიდან საგანგებოდ იმპორტირებული უნიკალური ვიდეო ტექნოლოგიით, შეიქმნება პირველი მულტი/ვიდეო პრეზენტაცია საქართველოს შესახებ, ხოლო ხელოვანები ჩვენი ფესტივალის დიდ ექსპერიმენტს ჩაუდგებიან სათავეში. ახალგაზრდა ბრიტანელი მხატვარ-მულტიპლიკაროტი ტომ გრეჰემ ადრიანი დაიბადა ლონდონში. დაამთავრა სანტ მარტინის ხელოვნების ცენტრალური ინსტიტუტი. ბოლო წლების განმავლობაში ტომის გამოფენები მოეწყო ლონდონის არა ერთ ცნობილ გალერეასა თუ საგამოფენო დარბაზში, მათ შორის ჩრდილოეთ ინგლისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში (სანდერლენდი, ინგლისი), ბერლინის შემოქმედთა მომავალი თაობის ცნობილ ფორუმზე fაცტორყ bერლინ „თანამედროვე ლონდონელების“ ეგიდის ქვეშ. ასევე ტომის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა მსოფლიოს უძველესმა უილტონის მუსიკალურმა ცენტრმა ლონდონში. „სანტ პანკრასის აკლდამათა გალერეაში“ კი (ცნობილი საგამოფენო და საგნმანათლებლო ცენტრი ლონდონში) გაიმართა ტომის გამოფენა „ელექტრონული ტყის ზღაპრები“ "ჩემი მიზანი უძველესი ფოლკლორის და მითებისგან ახალი ზღაპრის გამოგონებაა, ზღაპრის, სადაც საზოგადოების თანდაყოლილი შიშები და მისწრაფებები აისახება. მე მაინტერესებს ქალაქის ურბანული ლეგენდა და ამ ქალაქის დამოკიდებულება მასთან. მე ხარბად ვაგროვებ ასეთ ამბებს, რადგან მჯერა რომ ისინი ერის...

Saturday 18 November 2017

Hippodrome Park

Saburtalo Str.

0179 Tbilisi

Beth Hart ⊙ Old Hippodrome Park

AlterVision-ი წარმოგიდგენთ: ბეტ ჰარტი იპოდრომის პარკში. შაბათი, 18 ნოემბერი. შესვლა 21:00 საათიდან. ▶ ფასი: I ეტაპი: 40 ლარი (SOLD OUT). II ეტაპი: 60 ლარი (მხოლოდ 2000 ბილეთი). III ეტაპი: 70 ლარი (მხოლოდ 1000 ბილეთი). ▶ ბილეთები იყიდება ონლაინ: Eventer.ge: goo.gl Biletebi.ge: goo.gl ასევე: ბიბლუსის გალერეა - თბილისი, ი.ჭავჭავაძის #7 (ყოველდღე, 10:00-23:00) Generator 9.8 / გენერატორი 9.8 - თბილისი, ათონელის #29 (ყოველდღე, 09:00-02:00). Milky Way Travel - აღმაშენებლის #49. ▶ ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ბილეთების შეძენის წესებს: I ეტაპი: 40 ლარი (SOLD OUT). II ეტაპი: 60 ლარი (II ეტაპზე მხოლოდ 2000 ბილეთი გაიყიდება. შესაბამისად, როგორც კი გაიყიდება 2000 60-ლარიანი ბილეთი, დაიწყება III ეტაპის ბილეთების რეალიზაცია. მაქსიმალური ვადა: 2017 წლის 10 ოქტომბერი). III ეტაპი: 70 ლარი (III ეტაპზე მხოლოდ 1000 ბილეთი გაიყიდება. შესაბამისად, როგორც კი გაიყიდება 1000 70-ლარიანი ბილეთი, გამოცხადდება SOLD OUT). კარზე ბილეთები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიყიდება, თუ ბილეთების რაოდენობა მანამდე არ ამოიწურება. ფასი შენარჩუნდება - 70 ლარი. --- AlterVision presents: Beth Hart @ Hippodrome Park, Tbilisi. Saturday, November 18. Doors Open: 21:00 ▶ Prices: 1st Stage: 40 GEL (SOLD OUT) 2nd Stage: 60 GEL 3rd Stage: 70 GEL ▶ Online Tickets: Eventer.ge: goo.gl Biletebi.ge: goo.gl Offline Tickets: Biblus Gallery - Tbilisi, 7 I. Chavchavadze Ave. Generator 9.8 - Tbilisi, 29 Atoneli Str. Milky Way Travel - 49 Agmashenebeli Ave. ▶ The ticket quantity for each price category and sale period is limited. Please pay attention to the rules: 1st Stage: 40 GEL (SOLD OUT). 2nd Stage: 60 GEL (Only 2000 tickets in sale - latest 10th October or before sold out). 3rd Stage: 70 GEL (Only 1000 tickets in sale - before sold out). Door Sales only in case if not sold out before. Price : 70 Gel.

Saturday 09 December 2017

Hippodrome Park

Tamarashvii str. 13

0179 Tbilisi

Maceo Plex-Hippodrome Park,Tbilisi

Tickets sale on the website eventer.ge 1st release: 40 Gel (Sold Out) 2nd release: 50 Gel 3rd release: 60 Gel 4th release: 70 Gel --- Eric Estornel, better known by his stage names MaceoPlex ,is an American Dj& electronic music producer. In 2011, He released his very first studio album, titled “Life Index”. It was the start of a great career on Crosstown Rebels and was huge departure from his typical futuristic tech sound as Maetrik. By that time, He started a new label Ellum, that became a major platform of his upcoming releases. In 2017, Maceo Plex’s second studio album came out on Lone Romantic. “For nearly two decades, Maceo Plex has pushed himself relentlessly, broadening his sound as a producer, challenging himself as a DJ, methodically upping his game in a way that made his rise up this list inevitable.“(RA) –In 2016, the readers of the online electronic music magazine, Resident Advisor, voted Maceo Plex "The #4 DJ Of The Year".He featured on every “Top 10 Dj” list of RA since 2012 year. Best known for diverse production style, influenced primarily by house and techno, Maceo Plex is a longtime performer for many large-sized festivals and Ibiza-based clubs, including Space and Amnesia. --- Maceo Plex ამერიკელი დიჯეის და ელექტრონული მუსიკის არტისტის, Eric Estornel-ის მუსიკალური პროექტია. Maceo Plex-ის კარიერის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო სადებიუტო ალბომის, Life Index-ის გამოცემა, რის შემდეგაც Maetrik-ის სახელით ცნობილი არტისტის ახალი პროექტი ყველამ გაიცნო. 2011 წელს მან დაარსა საკუთარი ლეიბლი Ellum, რომელიც როგორც თავისი, ასევე ელექტრონული მუსიკის სხვა ცნობილი არტისტების პლატფორმად იქცა. 2014 წელს ამერიკელმა მუსიკოსმა ე.წ. „Conjure” სერიების გამოცემა დაიწყო, რის ფარგლებშიც მისი ნამუშევრები Ellum-ის გარდა M_nus, Kompakt და Drumcode-ზე გამოიცა. რამდენიმე თვის წინ კი Lone Romantic-მა Maceo Plex-ის მეორე სტუდიურ ალბომს, სახელად Solar უმასპინძლა. „უკანასკნელი 2 დეკადის მანძილზე Maceo Plex-მა, როგორც პროდუსერმა, მნიშვნელოვნად გააფართოვა მუსიკალური საზღვრები...

Light Version • 0.04 sec • © Coriola.com